ს.ს. ”კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის” კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე:
ნეირომიოგრაფიის სპეციალისტი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- სამედიცინო საქმიანობის დამადასტურებელი შესაბამისი სერთიფიკატი;
- ნეირომიოგრაფიის ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
- აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
სასურველია:
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- უცხო ენების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- განყოფილებაში არსებული სტანდარტების მიხედვით მუშაობის უნარი.
მისამართი: თბილისი, გ.ჟვანიას ქ.N7 (ყოფილი ლუბლიანას N29)