კომპანიის შესახებ ინფორმაცია
კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი საქართველოში სამედიცინო დაწესებულებათა შორის ერთ-ერთი უძველესია. მისი ისტორია იწყება 1946 წლიდან და სამედიცინო საქმიანობათა ტრადიცია დღემდე უწყვეტად გრძელდება.
ს.ს. ”კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი” აერთიანებს შემდეგ კლინიკებს:
ს.ს. ”კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის” კლინიკა „ახალი სიცოცხლე“
ს.ს. ”კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის” ბათუმის კლინიკა
შპს მახინჯაურის მრავალპროფილიანი პოლიკლინიკა.
კლინიკის მისია
• სამედიცინო სფეროში არსებული ცოდნის და გამოცდილების კონცენტრირება და გამოყენება;
• სიახლის შექმნა, მოძიება და დანერგვა;
• წარსულის და აწმყოს ინტეგრირება, ხოლო მიღებული შედეგის ადამიანთა საკეთილდღეოდ გამოყენება.
ქირურგიის ეროვნული ცენტრი წარმოადგენს წამყვან კლინიკას საქართველოს სამედიცინო ბაზარზე, სადაც ფართოდაა დანერგილი თანამედროვე მედიცინის მიღწევები და უახლესი ტექნოლოგიები. ცენტრი მუდმივად მიისწრაფის ინოვაციებისა და განვითარებისაკენ, რაც საშუალებას აძლევს ჩვენს თანამშრომლებს იმუშაონ საინტერესო, პერსპექტიულ და პროფესიული თვალსაზრისით დატვირთულ გარემოში. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კაპიტალი ჩვენი თანამშრომლებია. მათი გუნდური მუშაობის და ერთმანეთის თანადგომის კულტურა მაღალ შეფასებას იმსახურებს, რაც ცენტრისთვის ასევე ღირებულია.
