ს.ს. ”კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის” კლინიკა ,,ახალი სიცოცხლე“ აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე:
კანცელარიის სპეციალისტი:
ძირითადი მოთხოვნები:
სავალდებულოა:
- უმაღლესი განათლება;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
სასურველია:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
ძირითადი მოვალეობები:
- შემოსული და გასული კორესპონდენციის წარმოება
- საკანცელარიო წარმოება შესაბამისი პრინციპებისა და წესების დაცვის უზრუნველყოფით
- შესაბამის პროგრამაში დოკუმენტების დასკანირებული ვერსიის ატვირთვა
- კორესპონდენციის დამუშავება და შესაბამისი ადრესატებისათვის მიწოდების უზრუნველყოფა:
- შემოსული წერილების შესაბამის ჟურნალში გატარება და ანგარიშვალდებული პირებისათვის ელექტრონულად (ელ.ფოსტით) მიწოდების უზრუნველყოფა
- თანამშრომლების მიერ კანცელარიაში ჩაბარებული წერილების/განცხადებების შესაბამის ჟურნალში გატარება და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურისათვის მიწოდების უზრუნველყოფა
- სხვადასხვა სახის ცნობების (ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, გარდაცვალების შესახებ ცნობა, ბიულეტინი, პაციენტის დაკითხვის შესახებ ცნობა და სხვა) გაცემა
პიროვნული თვისებები:
- გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა.
სამუშაო განაკვეთი: სრული(ორშაბათი-პარასკევი, 9:00 საათიდან 18:00 საათამდე).
მისამართი: თბილისი, გ.ჟვანიას ქ.N7 (ყოფილი ლუბლიანას N29)